ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მას ხმა კრების 1425 წევრიდან 1045-მა მისცა, 86-მა კი თავი შეიკავა.
ცნობისთვის, შტაინმაიერის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ექიმი გერჰარდ ტრაბერტი („მემარცხენეები“), ეკონომისტი მაქს ოტე („ალტერნატივა გერმანიისთვის“) და ასტროფიზიკოსი შტეფანი გებაუერი („თავისუფალი ამომრჩევლები“).