საფრანგეთში, ქალაქ ალბიში მდებარე რესტორანი უფასო სასმელს სთავაზობს ყველას, ვინც საკვების მირთმევას ტელეფონის გარეშე ახერხებს.
უფასო ყავის ან რამე უფრო ძლიერი სასმლის მისაღებად, სტუმარმა თავისი ტელეფონი სპეციალურ ყუთში უნდა მოათავსოს და რესტორნის თანამშრომელს გადასცეს. ტელეფონთან შეხება არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში – არც ზარის საპასუხოდ, არც ფოტოს გადასაღებად და არც სოციალური ქსელის შესამოწმებლად.
ამ გზით დაწესებულების მეპატრონეს სურს, რომ სტუმრებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში დაეხმაროს.
რესტორანმა თავისი ინიციატივა იანვრის დასაწყისში გაააქტიურა და როგორც ცნობილია, უჩვეულო შესაძლებლობას ვიზიტორთა 90% იყენებს.