LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული ქალაქი ფულს გადაუხდის ყველას, ვინც თავის მიწაზე ხეს დარგავს

52
jardins-a-quai-bateau-lavoir-et-jardins-flottants

ფრანგული ქალაქი ნანტი მზადაა, რომ 50 ევრო გადაუხადოს ყველა მოქალაქეს, ვინც თავის მიწაზე ხეს დარგავს.

ფულის მისაღებად ადგილობრივებმა იმ სახეობის ხე უნდა დარგონ, რომელიც ამ ტერიტორიისთვისაა „ტრადიციული“. მერიამ მთლიანობაში 80 სახეობა შეარჩია და ნერგის ღირებულებასაც თავის თავზე იღებს.

აღსანიშნავია, რომ დასახლება მაქსიმალურად მხარს უჭერს იმ ადამიანებს, ვისაც ქალაქის გამწვანება სურს და ბიუჯეტში თანხები მსგავსი პროექტებისთვის ყოველთვის მოიძებნება.

ცოტა ხნის წინ პოლონურ ქალაქ კალიშში, მთავრობამ ტერიტორიის მრავალწლიანი ნარგავებით გამწვანება დაიწყო და ყველას ვინც ამ აქტივობაში მონაწილეობას მიიღებს, გადასახადებისგან გაათავისუფლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები