ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფრანგული ბრენდი Promod ქართულ ბაზარს ტოვებს. მაღაზიის დახურვის შესახებ ინფორმაცია ბრენდის Facebook გვერდზე გავრცელდა, თუმცა მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
“ისარგებლეთ დამატებითი 20% ფასდაკლებით უკვე არსებულ 70%-მდე ფასდაკლებულ კოლექციაზე! შეარჩიეთ ყველაზე ტრენდული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. იჩქარეთ, მაღაზია იხურება თვის ბოლოს! გვეწვიეთ თბილისი მოლში”, – წერენ „პრომოდის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
შეგახსენებთ, Promod-ის პირველი მაღაზია თბილისში 2011 წელს პეკინის ქუჩაზე გაიხსნა. შემდეგ დედაქალაქში აღნიშნული ბრენდის კიდევ რამდენიმე მაღაზია გაიხსნა, თუმცა ვაჭრობის შემცირების გამო გახსნილი ობიექტები ისევ დაიხურა. Promod ამ დრომდე საქართველოში მხოლოდ ერთი მაღაზიით იყო წარმოდგენილი და ისიც იხურება.