LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულ ქალაქში სასკოლო ნივთებს მოსწავლეებს უფასოდ დაურიგებენ

126
Capture

საფრანგეთის პატარა ქალაქ შატიიონში ახალი სასწავლო წლისთვის ყველა მოსწავლეს უფასო სასკოლო ნივთებს დაურიგებენ. კომპლექტში იქნება რვეულები, კალმები, ფანქრები, სახაზავები თუ ყველა სხვა საჭირო საკანცელარიო ნივთი. მშობლებს მხოლოდ ჩანთების ყიდვა მოუწევთ. 

ქალაქში მთლიანობაში 13 სასწავლო დაწესებულებაა განთავსებული და მერია ყველა მათგანზე იზრუნებს.

ინიციატივის დახმარებით ქალაქს სურს, რომ მშობლები დამატებითი ხარჯებისგან გაათავისუფლოს. გარდა ამისა, მისცეს ყველა მოსწავლეს ერთნაირი შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა თუ რა შემოსავალი აქვთ მათ ოჯახებში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამა სხვა ქალაქებშიც მოქმედებს, რამეთუ სასკოლო ნივთების ღირებულება ყოველ წელს იზრდება და ხელისუფლებას მოსახლეობის დახმარება სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები