45 წლის ქალბატონი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ის რომის ისტორიულ ძეგლს აზიანებდა. ქალბატონი ექსკურსიაზე მცირეწლოვან ქალიშვილთან და ძმისშვილებთან ერთად იმყოფებოდა და გადაწყვიტა, რომ „ისტორიაში თავისი სახელი დაეტოვებინა.“ ამიტომ, ბევრი ფიქრის გარეშე არქეოლოგიურ ძეგლს კედელზე „საბრინა, 2017 წელი“ დააწერა. საბრინამ ვანდალიზმისთვის 10 ცენტიანი მონეტა გამოიყენა.
საბედნიეროდ, ეს ფაქტი კოლიზეუმის დაცვას არ გამოპარვია და ტურისტი რამდენიმე წამში დააკავეს.