LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებმა Renault-ის ქარხანა რუსებს მიჰყიდეს – ადგილზე „მოსკვიჩს” დაამზადებენ

99
ipiccy_image

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა, Renault-მა რუსეთში არსებული საკუთარი აქტივები, მათ შორის, მოსკოვში მდებარე ქარხანა, რუსეთის მთავრობას მიჰყიდა. უფრო კონკრეტულად, კონცერნ „ავტოვაზის” აქციების 67.69 პროცენტი, რომლის მფლობელიც ჯგუფი Renault იყო, გადაეცემა სამეცნიერო-კვლევით საავტომობილო ინსტიტუტს, “რენო-რუსეთის” აქციების 100% კი – მოსკოვის ხელისუფლებას. “ავტოვაზის” დანარჩენი აქციები შეუნარჩუნდება სახელმწიფო კორპორაცია “როსტეხს”. ინფორმაციას რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, დედაქალაქში მდებარე Renault-ის ქარხანაში, ამიერიდან, რუსულ მანქანებს – „მოსკვიჩს” გამოუშვებენ.

თავად Renault-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლუკა დე მეოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რთული, მაგრამ აუცილებელი იყო. მისი თქმით, კომპანიამ ამით გაითვალისწინა რუსეთში დასაქმებული 45 000 თანამშრომლის ბედი. „რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მივიღეთ, ჩვენ, რუსეთში დასაქმებული 45 000 თანამშრომელთან მიმართებით საპასუხისმგებლო არჩევანი გავაკეთეთ და ამით ჯგუფის ეფექტიანობა და მომავალში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა შევინარჩუნეთ“, – განაცხადა ლუკა დე მეომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები