LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგები წლის საუკეთესოს არჩევენ და ნეიმარს ემუქრებიან: ამბები მოკლედ

94
psj

კილიან მბაპეს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს საფრანგეთის თასის ფინალში გაძევების გამო. საქმე აღიძრა ნეიმარის წინააღმდეგ, რომელმაც გულშემატკივარს დაარტყა.

ტუხელი, ჟენეზიო და გალტიე – საფრანგეთში სეზონის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატები არიან.

ბენ არფა, ნეიმარი, დი მარია, მბაპე და პეპე – ლიგა 1-ის წლის ფეხბურთელობის ნომინანტები არიან.

 

ლეო მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშეა.

„ბარსელონას“ მცველმა ლანგლემ „ლივერპულთან“ მატჩში კბილის ნაწილი დაკარგა.

ნაბი კეიტა ორი თვით გამოაკლდა „ლივერპულს“ და სავარაუდოს აფრიკის თასსაც გამოტოვებს.

 

„რეალს“ სურს ედენ აზარის გადასვლა, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს.

„რეალი“ მიიჩნევს, რომ „აიაქსის“ ნახევარმცველი ვან დე ბეეკი 60 მლნ ევროზე მეტი არ ეღირება.

 

ბაკაიოკომ ბოდიში მოიხადა ვარჯიშზე დაგვიანების გამო. „მილანი“ ორშაბათამდე ბაზაზეა ჩაკეტილი.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ დაიწყო ახალი ფორმის გაყიდვა, თუმცა ის ბოლომდე არ უჩვენებია.

მექსიკურმა „მონტერეიმ“ ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ფინალში „ტიგრესს“ აჯობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები