LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგები ანტიტერორისტულ კანონზე მუშაობენ

73

საფრანგეთის პარლამენტში ახალ ანტიტერორისტულ კანონზე  დებატები მიმდინარეობს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში რამდენიმე ისეთი მუხლია, რომლითაც შესაძლოა, ყველაზე მთავარი, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაირღვეს. კანონპროექტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა შექმნილი, თუმცა დოკუმენტი როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე გაეროსა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები