LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგ დეპუტატებს ალკოჰოლს შეუზღუდავენ, მიზეზი ხშირი სიმთვრალეა

117
Capture

ფრანგ დეპუტატებს შესაძლოა ალკოჰოლის მიღება შეუზღუდონ, რადგან მათი სიმთვრალის გამო პარლამენტის სხდომები იშლება. საპენსიო რეფორმის ორკვირიანი განხილვის დროს დეპუტატები შამპანურის მირთმევას დილის 11 საათიდან იწყებდნენ და ღამის 3 საათზე ასრულებდნენ, წერს Politico.

გამოცემის ინფორმაციით, ერთი დეპუტატი იატაკზე იწვა, მეორე კი ზედმეტი სპირტიანი სასმლის გამო თავს შეუძლოდ გრძნობდა.
პარლამენტარებს ალკოჰოლის შეძენა პირველ სართულზე არსებულ ბარში შეუძლიათ, ბარი მხოლოდ მათ ემსახურებათ და სხდომების დროსაა გახსნილი.

დეპუტატების ალკოჰოლიზმის გამო შესაძლოა ალკოჰოლი 21:30 საათის შემდეგ აღარ გაიყიდოს, თუმცა რამდენად ეფექტური იქნება მსგავსი შეზღუდვა რთული სათქმელია.

თავად პარლამენტარები ბარის დაკეტვას ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, საფრანგეთი არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც პარლამენტი ღამეც მუშაობს და დაძაბულობის მოხსნა აუცილებლად სჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები