LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Franco Fontana გალერია თბილისშიც გაიხსნა – მაღაზიათა ქსელში ფასდაკლებებია

94

საიუველირო მაღაზიათა ქსელი ”ფრანკო ფონატანა” დედაქალაქის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად კომპანიის რიგით მე-6 ფილიალი ახალ სავაჭრო ცენტრ ”გალერია თბილისში” გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” ”ფრანკო ფონტანაში” განუცხადეს მაღაზია სავაჭრო ცენტრის მთავარ შესასვლელთან, G სართულზე განთავსდა და ადგილზე 6 ადამიანი დასაქმდა.

”ამასთან, ჩვენმა მაღაზიათა ქსელმა უკვე დაიწყო საახალწლო ფასდაკლების აქციაც. გვაქვს 30 და 50%-იანი ფასდაკლება. 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ჩვენს ყველა ფილიალში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე, 50%-იანი კი- შერჩეულ კოლექციაზე”, – აცხადებენ ”ფრანკო ფონტანაში”.

მათივე ცნობით, კომპანიამ წინასახალწლოდ სრულად განაახლა როგორც საბავშვო, ისე ქალისა და მამაკაცის კოლექციები.

იტალიური წარმოების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების საიუველირო მაღაზიათა ქსელი ”ფრანკო ფონტანა” საქართველოში 2008-2009 წლიდანაა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე თბილისში ”ფრანკო ფონატანს” 6 მაღაზია ფუნქციონირებს, სამომავლოდ კი იგეგმება ქსელის გაფართოება საქართველოს რეგიონების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები