როგორც ჩანს, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხმა არარსებულმა კაცმა მისცა.
France Football-მა რაღაც აურია.
ცნობილია, რომ France Football საუკეთესო ფეხბურთელს მარტივი სქემით ირჩევს – 176 ქვეყნის ჟურნალისტებს 30 კანდიდატის სიას უგზავნის, შემდეგ კი უბრალოდ შედეგებს აჯამებს. ეს არ არის საიდუმლო პროცედურა – გამოკითხულთა დეტალური ანკეტები ქვეყნდება.
წლევანდელ სიაში საინტერესო რამაა:
არგენტინელმა ჟურნალისტმა (ენრიკე ვოლფი ESPN-დან) მესი მესამე ადგილზე გაიყვანა, საუკეთესო მისი აზრით ანტუან გრიზმანი იყო.
ალბერტ სტანისლასი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან მიიჩნევს, რომ 2018 წელს მსოფლიოში საუკეთესო ბენზემა იყო (5 გოლი ამ სეზონში, 19 გოლი მთელ წილიწადში).
ტარას ხლიპენკომ ყირგიზეთიდან საუკეთესოდ ტიბო კურტუა დაასახელა, მესი ხუთეულშიც არ შეიყვანა.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ სიაში გახლავთ ჟურნალისტი კომორის კუნძულებიდან (სახელმწიფო ინდოეთის ოკეანეში) აბდუ ბოინა, რომელმაც ფეხბურთელები ასე ჩაამწკრივა: მბაპე, მოდრიჩი, რონალდო, აზარი და სალაჰი.
ანკეტაში წერია, რომ აბდუ მუშაობს საიტზე Albaladcomores.com. გახსნი საიტს და ერთადერთ გვერდია ტექსტით თუ როგორ უნდა დაიბრუნო ყოფილი შეყვარებული. ავტორი მითითებული არ არის.
ირკვევა, რომ ასეთი მედია არ არსებობს.
France Football ხმის მიცემის წესებში უწერია, რომ მიმართავს მხოლოდ ყველაზე ავტორიტეტულ ჟურნალისტებს. თუმცა არსებობს თუ არა ადამიანი სახელად აბდუ ბოინა ეს არ ზუსტდება.
ისე რა მნიშვნელობა აქვს, უცნობი კომორელი ჟურნალისტის აზრს გავლენა არაფერზე არ მოუხდენია.