LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანც ბეკენბაუერი თაღლითობასა და ფულის მითვისებაშია ეჭვმიტანილი

49

შვეიცარიის ხელისუფლებამ ფრანც ბეკენბაუერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
საქმეში გადიან 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრებიც.

ფრანც ბეკენბაუერი, ვოლფგანგ ნირსბახი, ტეო შვანციგერი და ჰორსტ რუდოლფ შმიდტი თაღლითობაში, დაუდევრობაში, ფულის გათეთრებასა და სახსრების უკანონო მითვისებაში არიან ეჭვმიტანილები. ამასთან დაკავშირებით შვეიცარიის პროკურატურაში საქმე აღიძრა.

გამოძიება ეხება გალა-საღამოს დაფინანსებას, რომელზეც თავიდან 7 მილიონი ევრო გამოიყო, შემდეგ კი 6.7 მილიონამდე შემცირდა.
საქმის მონაწილეებმა იცოდნენ, რომ 6.7 მილიონი დაიხარჯა არა საღამოს ორგანიზებაზე, არამედ ვალის დაბრუნებაზე, რასაც DFB-თან კავშირი არ ქონია.

ეჭვმიტანილებმა განზრახ შეიყვანეს შეცდომაში საორგანიზაციო კომიტეტის სხვა წევრები, რამაც DFB-ს ფინანსური დანაკარგი გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები