LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FOX-ის წამყვანმა თქვა, რომ ხელები 10 წელია არ დაუბანია

630
_105604665_gettyimages-1127594223-594x594

FOX-ის წამყვანმა პიტ ჰეგსეტმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 10 წელია ხელებს არ იბანს, რადგან „ბაქტერიები არ არსებობენ“.

FOX and Friends-ის გადაცემაში, ჰეგეთსმა განაცხადა, რომ ინფექციური მიკრო ორგანიზმები არ არსებობენ, რადგან მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით არ შეგვიძლია.

„მე მათ თავად ვერევი,“ – განაცხადა გადაცემაში ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა.

მისი ფრაზა გადაცემის წამყვანების ხუმრობას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ პიტმა ძველი პიცა შეჭამა.

„ჩემი 2019 წლის მიზანია, ყველაფრის თქმა, რასაც ვფიქრობ,“ – დასძინა მან.

ჰეგეთსის რეპლიკას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მას მხარდამჭრებიც გამოუჩნდნენ.

„შენს აზრს ვიზიარებ ხელების დაბანაზე. თითქმის 70 წლის ვარ და წლებია არ გავციებულვარ. ჩვენს სხეულს სჭირდება ბაქტერიები იმისთვის, რომ მათთან ბრძოლა ისწავლოს. ძალიან ბევრი „ბაქტერიოფობია“ ირგვლივ“ – დაწერა ერთერთმა მომხმარებელმა “თვითერზე”.

მოგვიანებით ჰეგეთსმა გამოცემა USA Today-სთან განაცხადა, რომ მისი ნათქვამი ხუმრობა იყო.

„ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ხალხი მუდმივად ხელის ანტისეპტიკებით მოძრაობს. დღეში 19 ათასჯერ იყენებენ მას, თითქოს ეს მათ სიცოცხლეს გადაარჩენს. მე ჩემს თავზე ვზრუნავ, თუმცა ყველაფერს არ ვაკეთებ ამისთვის, ამდენ ყურადღებას არ ვუთმობ,“ – განმარტა წამყვანმა.

ხალხის რეაქციაზე მან თქვა, რომ სასაცილოა თუ რამდენად სიტყვა-სიტყვით გაიგეს მისი ნათქვამი და როგორ დაიწყო „ხელების აფეთქება“. 

ყოველი მესამე გამოკითხული ხელს დღეში მხოლოდ 2-ჯერ იბანს

„IPM კვლევების" თანახმად, ერთ ჯერზე ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე; მაშინ, როცა რეკომენდებული ხანგრძლივობა 40-60 წამია.

შეგახსენებთ, ხელების ხშირი დაბანა, ვირუსებისგან დასაცავად, ყველაზე აუცილებელი მოქმედებაა. IPM-ის კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველი მესამე დღეში მხოლოდ ორჯერ იბანს ხელს. ერთ ჯერზე ადამიანი საშუალოდ 28 წამს ხარჯავს ხელის დაბანაზე, მაშინ, როცა რეკომენდებული ხანგრძლივობა 40-60 წამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები