LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს

98

ფოთში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობას დაადგენს. ფოთის მერი, გოჩა კურდღელია ვითარებას ადგილზე ეცნობა და დაზარალებულ მოსახლეობას ხვდება.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ამ წუთებში ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. კურდღელიას თქმით, ელექტროენერგიის გათიშვამ სატუმბი სადგურების მუშაობა შეაფერხა.

„ქალაქში უხვი ნალექი დაფიქსირდა. გაითიშა ელექტროენერგია, რამაც სატუმბი სადგურების გაჩერება გამოიწვია და დაიტბორა ქუჩები. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის და დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება გაეწევათ,“ – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები