LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში, მდინარეში გადავარდნილ მოზარდს 30 მაშველი და მყვინთავი ეძებს, შექმნილია სპეციალური შტაბი

mashvelebi

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის სპეციალური შტაბი შეიქმნა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ყველა შესაბამისი უწყება გაერთიანდა, – ამის შესახებ “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მდინარეში წყლის დონე დაწეულია და მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები. ამ დროისათვის ადგილზე 30-მდე მაშველი და მყვინთავი მუშაობს. ძებნა სპეციალური ტექნიკით, წყალის ქვეშ აპარატით მიმდინარეობს, ამასთან, წყლის ქვეშ გავლებულია სპეციალური ბადეებიც.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა, შესაბამის უწყებებთან ერთად.

გუშინ, ფოთში, აღმაშენებლის ხიდიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა. თვითმხილველთა თქმით, ბიჭი ხიდის მოაჯირზე იდგა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები