ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა. ქარმა კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა.
დაზიანდა ათამდე ავტომობილი. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.
ფოთის მერიის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს სწავლობს. მათივე ცნობით, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი დახმარება გაეწევა.
ფოთში, ძლიერმა ქარმა, კოსტავას N22-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის სახურავი ნაწილობრივ გადახადა და დააზიანა რამდენიმე…
Posted by ფოთის მერია / Poti City Hall on კვირა, 26 ნოემბერი, 2023
ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 27 ნოემბერს, დღის განმავლობაში 6-7-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ხოლო საღამოს 5-6 ბალი იქნება. ასევე, დღის განმავლობაში იქროლებს ძლიერი ქარი, დროგამოშვებით ფიქსირდება უხვი ნალექი. სინოპტიკოსების განცხადებით, შტორმის სიმძლავრე ხვალიდან შედარებით დაიკლებს, ხოლო ძლიერი ქარი, სავარაუდოდ, სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.