ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა.
განსაკუთრებით მძიმე მდომარეობაა დანელიას ქუჩაზე. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარება უცვლელია – სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს.
მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყლის გატარება ვერ შეძლო.