ფოთში 6 წლის ბავშვმა ტკბილეულის ნაცვლად მილების გასაწმენდი ქიმიური ნივთიერება “კროტი“ შეჭამა. წინასწარი ინფორამცით, ბებიას მაღაზიაში ტკბილეულის ნაცვლად, შეცდომით „კროტი“ მიჰყიდეს. 6 წლის გოგონა პირის ღრუსა და შინაგანი ორგანოების უმძიმესი დამწვრობით ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი ამჟამად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
ამ ატეპზე ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით აღძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველი უკვე დაიკითხა.