LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში 76 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

189
ზღვა

​ფოთში 76 წლის კაცი ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა კუნძულის უბნის სანაპიროზე მოხდა.

​თვითმხილველების თქმით, შუახნის მამაკაცი ზღვაში შევიდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშველებმა ის ზღვიდან მალევე ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.