LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტომახეების იშვიათი ობიექტი – გაიცანით ქართველი ფოცხვერი კინტრიშიდან (ფოტო)

1065
focxver

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოგზაურებს კინტრიშელ ფოცხვერს აცნობს და სოციალურ ქსელში დაცული ტერიტორიების ბინადის ფოტომასალას აქვეყნებს.

„გაიცანით ფოტომახეების იშვიათი ობიექტი – ფოცხვერი, რომელიც კინტრიშის დაცული ტერიტორიების ბინადარია. გარდა სისწრაფისა, ახასიათებს ხეებზე კარგად ცოცვის უნარი.

იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ხშირად თავს ესხმის ირემს, ძროხასა და ცხვარს. განსაკუთრებით აქტიურია ღამის საათებში“, – იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.

ცნობისთვის, კინტრიშის დაცული ტერიტორია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13514 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღ. დ.-დან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე. დაცულ ტერიტორიებს ჩრდილოეთით ქობულეთის სატყეოს ადმინისტრაციის ტერიტორიები, სამხრეთ აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, სამხრეთ-დასავლეთით კი მტირალას ეროვნული პარკი ესაზღვრება. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას – სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მართავს. კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი 1959 წელს შუამთის რელიქტური ტყეებისა და ენდემური სახეობების, ფლორისა და ფაუნის დაცვის მიზნით დაარსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები