ფოტოხაფანგმა მაჭახელას ეროვნული პარკის კლდეებზე მოსეირნე, არჩვები დააფიქსირა. ფოტომასალას და ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ძოვის დროს არჩვები თავს მაღლა სწევენ და მიდამოს ათვალიერებენ. საეჭვო ხმაურის მოსმენისას კი, ქანდაკებასავით შეშდებიან და დიდხანს ასე დგანან.
არჩვებს 2 მეტრის სიმაღლეზე შეუძლიათ ახტომა, ხოლო სიგრძეში 6 მეტრზე ნახტომს აკეთებენ. კლდეებზე სირბილი კი, 50კმ.სთ სიჩქარით შეუძლიათ.