ტიმოტი არჩიბალდი პროფესიონალი ფოტოგრაფი და მოსიყვარულე მამაა. მის ხუთი წლის ვაჟს აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ბიჭი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და კომუნიკაციის პრობლემებიც აღენიშნება. მამამ გადაწყვიტა სხვაგვარად მიუდგეს პრობლემას და ახლოს გაიცნოს ის სამყარო, რომელშიც მისი შვილი ცხოვრობს.
ფოტოები, რომლებზეც ტიმოტი არჩიბალდის ხუთი წლის ვაჟია გადაღებული, ნამდვილად ემოციურია. აქ ერთი ერთშია გადმოცემული ის სამყარო, რომელსაც ხუთი წლის ბიჭი ხედავს. როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს, ამ მცდელობით მან უკეთ გაიცნო საკუთარი შვილი და მას კიდევ უფრო დაუახლოვდა.