LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: ვანში უნიკალური, არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნა, რომელიც მნახველს უსასყიდლოდ უმასპინძლებს

559
122449153-4798518360188701-6789242768710546455-o

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სრული რეკონსტრუქციარეაბილიტაცია დაასრულა. მუზეუმი 3 დღის წინ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში მნახველს უსასყიდლოდ უმასპინძლებს.

მუზეუმის შენობა და იქ გამოფენილი ექსპოზიცია მაია ცქიტიშვილმა, მიხეილ ჩხენკელმა და გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს

„სამუზეუმო ექსპონატებთან ერთად აქ გვაქვს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ლაბორატორია, სადაც სპეციალისტებს საშაუალება ექნებათ ჩაატარონ ყველა საჭირო კვლევა. აქამდე ვანში აღმოჩენილი სიძველეების გამოსაკვლევად ექსპონატების ქვეყნის გარეთ გატანა გვიწევდა, ახლა კი ეს სივრცე საინტერესო ხდება როგორც დამთვალიერებლებისთვის, ისე – მკვლევარებისთვის. სასიხარულოა, რომ ამ პროექტს აქვს როგორც ტურისტული, ისე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დატვირთვა, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო სტანდარტების შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და დროებითი საგამოფენო სივრცე. სამეცნიერო ლაბორატორიასთან ერთად, მუზეუმში, უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები.

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია, 1985 წლის შემდეგ, პირველად ჩაუტარდა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია.

თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით, დამთვალიერებელს უკვე შეუძლია ნახოს ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები. ამასთან, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები