ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ არჩილ თალაკვაძე და კახა კალაძე მეუღლესთან ერთად “რაინეარის” თვითმფრინავში სხედან, რომელიც პირდაპირ რეისებს თბილიდან მილანის მიმართულებით ასრულებს.
ფოტოები ექსკლუზიურად ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” გაავრცელა.
მანამდე კი, პარლამენტის თავმჯდომარემ “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებს მიმართა, რომ მათ არ შეეკითხებოდა, სად წავიდოდა.
მან მედიას ასევე სთხოვა, ჯერ გადაემოწმებინათ ინფორმაცია, ნამდვილად იყო თუ არა ის იტალიაში წასული და მერე გავრცელებინათ ინფორმაციები.
კანდელაკი თალაკვაძეს: წუხელ, შემთხვევით ჩემთან და გიგი წერეთელთან ერთად ხომ არ ჩამოფრინდით
შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძე და კახა კალაძე კომოს ტბაზე მეგობრის – გიორგი ბარმენაშვილის დაბადების დღეზე იყვნენ ჩასულები, რასაც თალაკვაძე მთელი დღე უარყოფდა.