რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, დღეს „აეროფლოტის“ საავიაციო სასწავლო ცენტრს ეწვია, სადაც რუსული ავიახაზების წარმომადგენლებს შეხვდა. პუტინმა გულთბილად მიულოცა ავიაციის წარმომადგენელ ქალბატონებს 8 მარტი [ქალთა დღე] და მათ კითხვებს უპასუხა.
„მინდა ყველას მოგილოცოთ მოახლოებული დღესასწაული 8 მარტი, გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, ყველა თქვენს კოლეგას. ცოტა მოგვიანებით შევძლებ რუსეთის ქალებს მივმართო. ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით, განსაკუთრებული ინტერესით ვეპყრობოდით ავიაციას და მით უმეტეს ავიაციის ქალებს“, – განაცხადა პუტინმა.