მექსიკაში, აკაპულკოსთან ახლოს, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც შენობების ნგრევა გამოიწვია. ძლიერი ბიძგები იყო დედაქალაქ მექსიკაშიც.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი აკაპულკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 17 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა.
უცხოურ მედიაში მიწისძვრის შემდეგ გადაღებული ფოტოები ვრცელდება.