#მადლობა ვარდების რევოლუციისთვის – გორში აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან თეთრი ქოლგები წარწერით „თავისუფლება მიშას“ და ბანერები წარწერით „მადლობა“ ეკავათ ხელში.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუციამ“ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ცვლილება მოუტანა და შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილს ამ ყველაფრისთვის მადლობა არ ვუთხრათ.
„გორის ჰოსპიტალთან ახლოს მისვლის უფლება არ გვქონდა, ამიტომ ცოტა შორიდან, მაგრამ ჩვენი სათქმელი მას ვუთხარით. ამასთან, დღეს თავისუფლების მოედანზე „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავთან დაკავშირებით გვექნება ცოცხალი ჯაჭვი, ველოდებით მოქალაქეებს და მსურველებს”, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.