LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოჟურნალისტი გუდვილში – რა აღმოაჩინა გოგა ჩანადირმა?

85

სავაჭრო ქსელ „გუდვილს“ ცნობილი ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირი ეწვია.

სანდოა თუ არა პროდუქცია რომელსაც ვყიდულობთ? კონტროლდება თუ არა ხარისხი მაღაზიებში და რამდენად გამჭირვალეა ეს პროცესი? – სწორედ ამ კითხვებით მიმართა გოგა ჩანადირმა ”გუდვილს”.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,  ასე დაიწყო ”გუდვილსა” და ჩანადირს შორის თანამშრომლობა და შეიქმნა სასარგებლო და საინტერესო ბლოგი http://www.goodwill.ge/blog-detail.php?id=6&&lang=ge

„შევეცდები გიპასუხოთ რამდენად ხარისხიანი პროდუქტები იყიდება საქართველოში, გამიგია, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არისო. „გუდვილი“ შემოუერთდა ამ წამოწყებას და ერთად შემოგთავვაზებთ ვიდეოებს, სადაც დეტალურად პასუხი გაეცემა კითხვებს როგორიცაა: როგორ შემოდის და ინახება ხორც-პროდუქტი მარკეტებში, რა პირობებში მზადდება საკონდიტრო ნაწარმი, რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა პროდუქტების არჩევის დროს?  და სხვ.“- ამბობს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, ამ კამპანიაში შესაძლებელია ჩაერთოს ნებისმიერი ადამიანი. ამისთვის საჭიროა, პირდაპირ მიწეროთ გოგა ჩანადირს ან „გუდვილის“ ფეისბუქის გვერდს, დასვათ შეკითხვა და მიიღოთ შესაბამისი პასუხი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები