LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: პირველი შაბათი შეზღუდვების შემდეგ – ხალხმრავლობა სავაჭრო ცენტრებში

276
102880865-260304085296523-1977265356332136509-n

ორშაბათიდან, 8 ივნისიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება. ხალხი შეძლებს კაფე-რესტორნებში გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში შესვლას. კვირის დასაწყისიდან კი ამუშავდა ღია ტიპის ბაზრობები და კვების ობიექტები. დღეს პირველი უქმეებია, რაც შეზღუდვა მოიხსნა, დაემთხვა მშვენიერი ამინდი და საზოგადო და სავაჭრო ადგილებში დიდი ხალხმრავლობაც შეინიშნება. დღეს “ისთ პოინტის” მაგალითზე გაჩვენებთ რა ვითარებაა.

საერთო ჯამში, მაღაზიებში საკმაო ხალხია, სალაროსთან რიგებიც კი დგას. აქედან გამომდინარე 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, ცოტა არ იყოს, რთულია. თუმცა პირბადის გარეშე მაღაზიაში მართლა არავინ შედის. “ისთ პოინტის” მთავარ შენობასთან ყველას თერმოსკრინინგს უტარებენ და ისე უშვებენ. შესასვლელშივეა სადეზინფექციო ხსნარი და ხელების გაწმენდა ყველას შეუძლია. ზოგიერთ მაღაზიაში ჯერ სიცხეს უზომავენ და მერე უშვებენ. მომსახურე პერსონალსაც ყველას უკეთია პირბადე. ყველა კვების ობიექტი სრული დატვირთვით არ მუშაობს, თუმცა შეკვეთის შემდეგ ღია ადგილზე გადანაცვლება და იქ მირთმევაა შესაძლებელი. ასეთი ადგილები კი, როგორც წესი, სავსეა.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული წესები დაცულია, თუმცა ხალხმრავლობიდან გამომდინარე ყველაფრის ზედმიწევნით ზუსტად და ეფექტიანად შესრულება შეუძლებელი ხდება.

 

სარეკომენდაციო სახის გაფრთხილება ბევრგანაა და მოწმდება კიდეც

 

თერმოსკრინინგი დახურულ სივრცეში შესვლის წინ ყველას უტარდება

 

ისთ პოინტის ქვედა ავტოსადგომი ასეთი გადატვირთული იშვიათადაა

 

რადგან ჯერ მხოლოდ ღია სივრცეშია დაშვებული კვება, აივანზე ცარიელი მაგიდის მოძებნა რთულია

 

მაღაზიაში შესვლამდე ტემპერატურის გაზომვა სავალდებულოა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები