LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: კადრები სპექტაკლიდან „დირიჟორი“, რომელმაც „თეატრი სახელოსნო 42“ – ში მისული მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა

307
ფორტუნა (29)

თბილისში თეატრის მოყვარულთათვის ახალი ადგილი „თეატრი სახელოსნო 42“ ლევან წულაძემ ცოტა ხნის წინ დაარსა.

მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა სპექტაკლმა „დირიჟორი“, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

სპექტაკლის შესახებ მოკლედ:

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს – ფურტვენგლერს ასამართლებენ.

დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა:

შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშაო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება…

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მანანა კოზაკოვა, ლევან ბერიკაშვილი, კოკო როინიშვილი, დუტა სხირტლაძე, თამარ ბუხნიკაშვილი, ქეთევან ცხაკაია და სოფიო ზერანგია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები