თეიმურაზ ლეჟავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც იაპონიაში იქაური მეღვინის საქმიანობას ასახავს. როგორც პოსტის ავტორი წერს, ის ღვინოს ქვევრის ტექნოლოგიით აწარმოებს.
„ქვევრის ღვინო იაპონიაში, მაგრამ ამჯერად არა იმპორტირებული, არამედ იაპონიაშივე, საქართველოში დამზადებული ქვევრით წარმოებული.
“კონდო ვინიარდსი”, რომელიც იაპონიის ყველაზე ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარეობს, ქართული ქვევრის ტექნოლოგიით ღვინოს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
იაპონელი მეღვინის თქმით, ქვევრი წარმოადგენს ღვინის უძველეს და ყველაზე ბუნებრივად დაყენების მეთოდს და სწორედ ამან განაპირობა მისი დაინტერესება ქვევრის ღვინის იაპონიში წარმოებით“.