LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: ემანუელ მაკრონის განცდები უკრაინაში ომის დროს და პუტინთან საუბრის შემდეგ

246
BeFunky-collage (2)

ელისეის სასახლის ფოტოგრამი სოციალურ ქსელში აქვეყნებს საფრანგეთის პრეზიდენტის ფოტოებს, სადაც ემანულე მაკრონის პირადი განცდებია აღბეჭდილი.

როგორც ირკვევა, ფოტოები გადაღებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სხვადასხვა ლიდერებთან გამართული მოლაპარაკებების , მათ შორის ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ.

“ეს ჟესტები იმედგაცრუების, დაღლილობის, მარტოობის, დაუცველობის გა­მომ­ხატ­ვე­ლია, მაგრამ არ მიანიშნებს ლიდერის სისუსტეზე, ეს ანიჭებს მას უფრო ადამიანურ სახეს, ეს ის განცდებია, რომელიც ადამიანს უფრო მეტად ღირებულს ხდის“, – წერს ტვიტერში პოლიტიკური ესთეტიკის საკითხების ექსპერტი, პატრიცია სენტენო.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 28 თებერვალს, საათ-ნახევრის განმავლობაში ესაუბრა. უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების კვალდაკვალ, მაკრონმა პუტინს სამი პირობის დაცვა მოსთხოვა: მშვიდობიან მოსახლეობასა და დასახლებებზე იერიშის შეწყვეტა; სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენარჩუნება; გზების, მათ შორის, კიევიდან სამხრეთით გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

თავად მაკრონი “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, რომ სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტ პუტინს უახლოეს დღეებში კვლავ შესთავაზა გასაუბრება. „ჩვენ განვაახლებთ დისკუსიებს”.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები