LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოამბავი: დამწვარი ვარკეთილის ბაზრობა და დაზარალებულები

559
IMG-0859

ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ვარკეთილის ბაზრობაზე დღეს დილიდან ისევ ხალხმრავლობაა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ადგილზეა სახანძრო მანქანა და ბუნებრივია ადგილზე იმყოფებიან დაზარალებული მოვაჭრეებიც. პოლიცია დახლებთან და საწყობებთან მეპატრონეებს ბუნებრივია არ უშვებს, მათ სრული ინფორმაცია ზარალის თაობაზე ჯერ არ აქვთ.

ცეცხლი ძირითადად ტანსაცმლის სექციის მხრიდან გაჩნდა. გარდა ამისა, დამწვარია ტროტუარზე მდებარე შენობის მეორე სართული. ცეცხლი არ გადასულა ახალაშენებულ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ბაზრობის ერთ-ერთ პატარა შესასვლელთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე.

ვარკეთილის ე.წ. “თათრების ბაზრობა” შერეული ტიპისაა და რამდენიმე მცირე ზომის შესასვლელი აქვს. ჯავახეთის ქუჩიდან შესაძლებელია შესვლა ტანსაცმლის სექციასთან (ძირითადად სწორედ ეს ადგილია დამწვარი), მეორე შესასვლელით აგრარულ სექტორში ხვდები, შესასვლელია ასევე კალოუბნის ქუჩის მხრიდანაც. საერთო ჯამში კი მთელი ბაზრობა ერთმანეთში ირევა.

დახლები მოვაჭრეებს ძირითადად თავად ქონდათ მოწყობილი ხისა და ფიცრების გამოყენებით, ასე რომ, ცეცხლის მარტივად გავრცელების საშუალება დიდი იყო.

ვარკეთილის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია დღეს დილით.

 

ბაზრობაზე შესასვლელი კალოუბნის ქუჩის მხრიდან

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები