ალბათ ყველა ჩვენგანს უოცნებია, თბილ და მზიან ამინდში გზაზე კაბრიოლეტით გაესეირნა, თუმცა ასეთი შესაძლებლობა ყველას როდი აქვს. უფრო მეტიც, ყველაზე შეძლებულ ადამიანებსაც კი უწევთ, რომ მსგავსი მოდელების ერთობ მოკრძალებული ვერსიებით დაკმაყოფილდნენ.
მოდით ვაღიაროთ, რომ ღია კროსოვერები და ყველგანმავლები გადაშენების პირას მყოფ სახეობად გადაიქცა, კაბრიოლეტები რომლებიც ელექტრონული ძრავით იმართება ხომ საერთოდ უიშვიათესი მოვლენაა.
ორივე დანაკლისის გამოსწორებას მრავალრიცხოვანი ტუნინგ ატელიეები და მარტოხელა ენთუზიასტები ცდილობენ.
თუ როგორ გამოსდით, შეგიძლიათ თავად შეაფასოთ..