ბევრი ადამიანი, მათ შორის ავტომოყვარულებიც, ფიქრობენ რომ წარსულში ყველაფერი უკეთესად იყო. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ნივთები რომლებიც ნოსტალგიას იწვევენ, მყიდველებს ყოველთვის პოულობენ.
გამონაკლისი არც ავტომობილებია: რეტრო-მოდელების დამფასებელთა რაოდენობა წლებთან ერთად არ მცირდება. თუმცა, ყველას არ უნდა რომ ძველი მანქანის სუსტი ძრავით იაროს და ელექტრონულ სისტემებზე უარი თქვას.
სწორედ ამიტომ, ტუნინგ-ატელიეები ქმნიან რესტომოდელებს, რომლებსაც კლასიკური ვიზუალი და თანამედროვე ტექნიკური შიგთავსი აქვთ. მოდით გადავხედოთ ბოლო პერიოდში შექმნილ რამდენიმე საინტერესო მაგალითს.