LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ყაზბეგის ეროვნული პარკიდან რამდენიმე ტონა ნაგავი გაიტანეს

344
myinvari-2--2-

იმ მიზეზით, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკი ზღვის დონიდან 3 653 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ბუნებრივი პირობების გამო ნაგვის სისტემატიური გატანა ვერ ხერხდება. აქ არც ნაგვის ურნებია განთავსებული. ტურისტებისთვის კი ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს სწორედ მყინვარწვერი წარმოადგენს. ის თავისი  ბუნებრივი უნიკალურობით იზიდავს ყველა გემოვნების მოგზაურს. ეროვნული პარკის ხშირი სტუმრები არიან, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, ასევე უცხოელი ტურისტები.

ალბათ სწორედ ვიზიტორთა დიდმა რაოდენობამ განაპირობა ამ ადგილებში ნაგვის ოდენობაც. ნაგვის სახით აქ შეხვდებით ყველა სახეობის და დანიშნულების ნივთებს, რაც შეიძლება ვიზიტორებმა მთაში აიტანონ და გამოყენების შემდეგ ადგილზევე დატოვონ.

როგორც აჭარის სამაუწყებლო ტელევიზია იუწყება, ყაზბეგის ეროვნულ პარკში, მყინვარწვერის მისასვლელ ბილიკს პერიოდულად აქციებით ასუფთავებენ. დასუფთავების აქციაში ასევე ჩართულები არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების სამსახურის, მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც მითითებული ფოტომასალიდან ჩანს, მყინვარწვერიდან აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ტონა ნაგავი გაიტანეს.

რაც შეეხება პარკს, ის იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1 400 მ-ზე მდებარეობს.

რა ხიბლავთ და რაში იხდიან ყველაზე მეტ ფულს ტურისტები საქართველოში?

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები