კომპანია Yamaha-მ ტოკიოს გამოფენისთვის 7 უჩვეულო ელექტროქარი მოამზადა. ტექნიკის დიდი ნაწილი აგებულია Yamaha Motor Platform Concept-ის არქიტექტურაზე, რომელიც უნივერსალურ მოდულს წარმოადგენს და ერთიდან ორ ადამიანზეა გათვლილი. მისი კონსტრუქცია ელემენტის და სასურველი ძარის ტიპის შერჩევის საშუალებას იძლევა. თუ როგორ მუშაობს სიახლე პრაქტიკაში, ამის დემონსტრირებისთვის ერთდროულად 7 მოდელი ააგეს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ტოკიოს ავტო სალონზე მონაწილეობას პირველად მიიღებს. თემაც დროის შესაბამისი აარჩია: „ პატარა ელექტრომობილები ეს ძალაა, რომელსაც საზოგადოების შეცვლა შეუძლია.“