ლოს-ანჯელესში Emmy 2021-ის 73-ე ცერემონია გაიმართა. გასული წლისგან განსხვავებით, ვარსკვლავები კვლავ წითელ ხალიჩაზე შეიკრიბნენ.
Emmy 2021-ის გამარჯვებულთა სია ცნობილია
„მამაკაცის საუკეთესო როლისთვის“ ფილმში „კომინსკის მეთოდი“ 76 წლის მაიკლ დუგლასი გახლდათ ნომინირებული. ის წითელ ხალიჩაზე ბუნებრივია, უმშვენიერეს მეუღლესთან, 51 წლის კეტრინ-ზეტა ჯონსთან ერთად გამოჩნდა. „ზოროს“ ვარსკვლავს „კრისტინა ოტავიანოს“ დახვეწილი, ბორდოსფერი კაბა ამშვენებდა, ყელზე კი ბრილიანტის ყელსაბამი ეკეთა.