LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Volkswagen-მა ელექტრონული უნივერსალის ID.7 Tourer პირველი ფოტოები გამოაქვეყნა

119
63e0cd86a2685f2e06afdc7cdc4e3826

კომპანია Volkswagen-მა ელექტრონული უნივერსალი ID.7 Tourer წარადგინა. მოდელი ევროპულ ბაზარზე 2024 წლიდან გამოვა და ბევრ რამეში, მონათესავე ლიფტბეკს ID.7-ს ემსგავსება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სიახლე ელექტრონულ ძრავას APP550-ს მიიღებს, ხოლო 91 კილოვატ საათიანი სიმძლავრის ელემენტი 700 კილომეტრიან სვლის მარაგს უზრუნველყოფს.

ID.7 Tourer ელექტრონული ასისტენტების ნაკრებსაც მიიღებს, რაც ავტომატურ პარკინგს, წინა მანევრების დამახსოვრების ფუნქციით გულისხმობს. ავტომობილს ექნება ნახევრად ავტოპილოტიც, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს, რათა მანქანა მართოს ისეთ ადგილებში, სადაც საგზაო მონიშვნები არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები