Mercedes-Benz-ისთვის გაზაფხული ძალიან აქტიური გამოვიდა. გარდა სხვადასხვა სპეც-ვერსიებისა, რამდენიმე დღის წინ გამოფენილი მდიდრული Maybach-ისა და ასევე ახალი Mercedes-Benz GLC-ის პრემიერისა, გერმანელებმა ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც შემოინახეს.
კონცეპტი Vision AMG. ფუტურისტული ლიფტბეკი მომავლის ელექტროქარების შესახებ გარკვეულ წარმოდგენას ქმნის, პირველ რიგში კი მათი ვიზუალის შესახებ.
თავად Vision AMG-იც სერიული გახდება და Porsche Taycan-ის კონკურენტად გადაიქცევა.