ჟანა კავლელიშვილი უკვე 15 წელია, რაც აშშ-ში ცხოვრობს.
ქართველი ემიგრანტი საქართველოში ახლახან ჩამოვიდა და მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ სამშობლოში გამოფენის გამართვა სურდა.
უკვე 5 წელიწადზე მეტია, რაც 83 წლის ემიგრანტი თავაუღებლად მუშაობს, ღამეებსაც კი ათენებს იმისთვის, რომ ლამაზი ხელნაკეთი სამკაულები შექმნას.
ბროშები, საყურეები, ყელსაბამები, – ორიგინალური დიზაინით მხოლოდ ხელით მუშაობის შედეგია.
ჟანა კავლელიშვილი აშშ-ში საქართველოს დღეებსა თუ თბილისობაზე თავის ნამუშევრებს ხშირად გამოფენს ხოლმე, საქართველოში კი პირველად ჩამოიტანა.
გამოფენა-გაყიდვა „მუზაში“ 2023 წლის 8 ოქტომბერს შედგა.
ქართველი ემიგრანტის ბრენდს Jana Kavleli Art ჰქვია.