კახი კალაძის თბილისის მერის კანდიდატურად წარდგენას „ქართული ოცნების“ უამრავი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის გახლდათ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მარიამ ლაშხი, რომელიც ღონისძიებაზე თავის პატარასთან ერთად მივიდა.
ის ღონისძიების ერთ-ერთ საპატიო და მთავარ სტურმად შერაცხეს. მარიამის შვილი საკმაოდ ჭკვიანურად იქცეოდა პრეზენტაციის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ მარიამმა ის პარლამენტის სხდომაზეც მიიყვანა და უამრავი თბილი გამოხმაურებაც მიიღო.