LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: The Weeknd-ს სურს ყოფილ შეყვარებულს, ბელა ჰადიდს დაემსგავსოს

1020
page

გასულ კვირას The Weeknd-მა ახალი კლიპი, Save Your Tears გაავრცელა. არტისტმა სახვევები მოიხსნა, რომლითაც „გრემის“ 63-ე დაჯილდოების ნომინანტების წარდგენაზე იყო და „დაბოტოქსებული“ სახე გამოაჩინა. ზოგადად, მომღერალს ავანტიურული იმიჯების მორგება ძალიან უყვარს. უახლეს ალბომში  After Hours შესულ ყველა კლიპში ის ნაცემ მდგომარეობაშია წარმოდგენილი.

უახლესი კლიპის გავრცელებისთანავე საზოგადოებაში  დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. არტისტის თაყვანისმცემლების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ ახალ ვიდეოში The Weeknd-მა თავისი ყოფილი შეყვარებული, ბელა ჰადიდი გააშარჟა და სურდა მას დამსგავსებოდა.

„შეხედეთ მის ცხვირსა და ტუჩებს, აშკარად ბელას ჰგავს“, – წერენ კომენტარებში.

„ყველა ლოს-ანჯელესელი გოგო ერთნაირად გამოიყურება, მათ ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ, სახეზე ერთი და იგივე სამუშაო აქვთ ჩატარებული“, – მღერის არტისტი.

აღსანიშნავია, რომ თავად ბელა ჰადიდი  პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით, არაერთხელ მოხვედრილა კრიტიკის ქარცეცხლში.

შეგახსენებთ, ვარსკლავები ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებოდნენ. ბელასთან 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მომღერალმა სელენა გომესთან გააბა რომანი. 2018 წელს კვლავ ჰადიდთან ერთად გამოჩნდა, თუმცა მათი განმეორებთი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები