13 მაისს, ლას-ვეგასში, Billboard Music Awards გაიმართება. შოუს, რომლის წამყვანი – ნიკ ჯონასი იქნება, ,,მაიკროსოფტის თეატრი” უმასპინძლებს. საღამოს პირდაპირ ეთერში – NBC გადასცემს.
გაირკვა, რომ 16 ნომინაციით, ღონისძიების ფავორიტი – The Weeknd გახდა.
11 ნომინაციაში გამარჯვებისთვის, DaBaby იბრძოლებს.
გარდაცვალების შემდეგ, პრემიაზე პირველი 10 ნომინაცია მიიღო გასულ წელს 20 წლის ასაკში მოკლულმა რეპერმა – Pop Smoke, რომელსაც 9 ნომინაციით, 21 წლის ქანთრი შემსრულებელი – გაბი ბარეტი მოჰყვება.
ნომინანტთა შორის ასევე არიან: Megan Thee Stallion, Doja Cat, 2019 წელს 21 წლის ასაკში გარდაცვლილი – Juice WRLD, ტეილორ სვიფტი, დუა ლიპა, ჯასტინ ბიბერი, დრეიკი და სხვები.
ცნობისთვის, ,,ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებას” ყოველკვირეული ამერიკული ჟურნალი – ,,ბილბორდი” 1990 წლიდან მართავს. ნომინაციებში გამარჯვებულები გამოცემის მუსიკალურ ჩარტებში მიღწეული წარმატებების შედეგად ვლინდება.