,,ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი და ცნობილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე მეუღლესთან, მაიკო ბიწაძესთან ერთად მოგზაურობს.
წყვილის ევროპული ვოიაჟი იტალიის რამდენიმე ქალაქით, მათ შორის, ფლორენციით დაიწყო, შემდეგ კი მათ პარიზში გადაინაცვლეს, სადაც წარმატებით აგრძელებენ მოგზაურობას, რომელიც სავსეა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით, ისევე, როგორც ახალ-ახალი და გემრიელი კულინარიული გამოცდილებით.
ვიქტორმა თავისი მეგობრებიც მოინახულა.