თაკო ნაცვლიშვილის და ოთო ხუროძის ქორწილმა გრანდიოზულად ჩაიარა.
თაკომ და ოთომ იტალიაში იქორწინეს.
წვეულებას ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
ფოტო, ვიდეო: თაკო ნაცვლიშვილი დაქორწინდა – ულამაზესი კადრები ქორწილიდან, რომელიც იტალიაში შედგა
იტალიაში გამართულ ქორწილს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის მარიამ გეგუჩაძე.
ფოტო/ვიდეო: მარიამ გეგუჩაძე თაკო ნაცვლიშვილის ქორწილიდან კადრებს გვიზიარებს
ისინი ქვეყანაში ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ.
ვიდეო: თაკო ნაცვლიშვილის წინასაქორწინო მოგზაურობა მომავალ მეუღლესა და მეგობრებთან ერთად
ამასთან, როგორც კადრებში ვხედავთ, ქორწილში მომღერალმა დათო გომართელმა იმღერა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში გამართულ ქართულ ქორწილს ტრადიციების გარეშე არ ჩაუვლია.
თაკომ და ოთომ ქორწილში ცეკვა ქართული შეასრულეს და დამსწრე საზოგადოება აღაფრთოვანეს.
რაც შეეხება კაბას. ცნობილმა მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა საკუთარ ქორწილში ამერიკელი დიზაინერის ვერა ვონგის მიერ შექმნილი კაბა მოირგო. სადა და დახვეწილი კაბა სპეციალურად თაკოსთვისაა შექმნილი.