LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: შეხვედრა 8 წლის შემდეგ – მოჟღურტულე ჰარი სტაილსი და ტეილორ სვიფტი „გრემიზე“

131
40478880-0-image-a-139-1615787742201

გუშინ, ლოს-ანჯელესში, „გრემის“ რიგით 63-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შოუ CBS-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის „გრემი“ ქალბატონებისთვის ისტორიული აღმოჩნდა, ბიონსემ ოთხი ჯილდო დაიმსახურა და ამით  ქალ არტისტებს შორის რეკორდული რაოდენობის, 28 „გრემის“ ჯილდოს მოგროვება შეძლო. ტეილორ სვიფტი კი პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც „წლის ალბომის“ ნომინაციაში სამი ჯილდო აიღო.

ვიდეო: „გრემის“ დაჯილდოება გაიმართა – 2021 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენის შესახებ საუბრები არ წყდება. ამჯერად ინტერნეტსივრცეში 27 წლის ჰარი სტაილსსა და 31 წლის ტეილორ სვიფტს განიხილავენ. ისინი ნომინაციების გამოცხადების შემდეგ დარბაზში საუბრის დროს დააფიქსირეს.  ორივეს მომღიმარი სახე ჰქონდა. სხვათა შორის, პირველი, ვინც სტაილსის  წარმატებას ოვაციებით შეხვდა, სწორედ სვიფტია.

შეგახსენებთ, 8 წლის წინ წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა, თუმცა მათი რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლა ტეილორი ჯო ელვინს ხვდება, ჰარი კი მსახიობ, ოლივია უაილდს.

ტეილორ სვიფტის გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავი გათხოვდა
ჰარი სტაილსისა და ოლივია უაილდის რომანის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები