თიკა ფაცაცია, ლიკა კვარაცხელია და თაკო ჩხეიძე წლებია, განუყრელი მეგობრები არიან.
ყოველ ზაფხულს მათ ერთი ტრადიცია აქვთ, რომელსაც არ ღალატობენ.
ისინი ოჯახებით დასასვენებლად საზღვარგარეთ ერთად მიდიან.
არც წლევანდელი წელია გამონაკლისი.
ქართველი ლამაზმანები ამჯერად ესპანეთში არიან ოჯახებთან ერთად და საუკეთესო დროს ატარებენ.