LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როსალიამ და კრისტინა აგილერამ ,,ლათინური გრემის დაჯილდოება” დაიპყრეს

122
header-latin-grammy-winners

17 ნოემბერს, ლას-ვეგასში, ,,ლათინური გრემის დაჯილდოება”გაიმართა. შოუს ყველაზე მეტ – 10 ნომინაციაში წარდგენილი Bad Bunny ღონისძიებას არ დასწრებია. ის ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.

საღამოს ერთ-ერთი მთავარი სახე იყო – როსალია. მას 8 ნომინაციიდან, გამარჯვება ოთხში მიანიჭეს. ჯილდოები, მათ შორის ,,წლის ალბომის” ნომინაციაში, 30 წლის ესპანელმა მომღერალმა მესამე სტუდიური ალბომისთვის – Motomami მიიღო.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების 23 წლიან ისტორიაში, ის პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელმაც ზემოთხსენებულ ნომინაციაში მეორედ მოიგო.

 

 

შთამბეჭდავი „ლუქებით“ დაიპყრო წითელი ხალიჩა და სცენა კრისტინა აგილერამ. მან 7 ნომინაციიდან, ერთში გაიმარჯვა. მისი მეცხრე და მეორე ესპანურენოვანი სტუდიური ალბომი – Aguilera, ,,საუკეთესო ტრადიციულ პოპ ვოკალურ ალბომად’’ აღიარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები